გასაუბრებებზე ხშირად დასმული კითხვები – რა უნდა ვიცოდეთ

გასაუბრებებზე ხშირად დაუსვამთ ჩვენთვის დამაბნეველი კითხვები, გაეცანით რჩევებს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და რა ვუპასუხოთ ასეთ დროს.

1. როდესაც გვთხოვენ მოვყვეთ ჩვენ შესახებ. იგულისხმება საუბარი ჩვენი განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და მომავალი გეგმების შესახებ. საჭიროა ბევრი ფიქრის გარეშე მოკლედ მოვუთხროთ დამქირავებელს ინფორმაცია. მეტი დამაჯერებლობისთვის აუცილებელია მშვიდი საუბარი და რაც მთავარია, ვიყოთ დარწმუნებული საკუთარ თავში.

2. როცა გვეკითხებიან რატომ მოგვწონს არსებული თანამდებობა ხშირად გვიპასუხია კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მაგრამ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ მოგვწონს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და გვაინტერესებს ის საქმე რაც უნდა ვაკეთოთ

3. კითხვაზე თუ რატომ ვთვლით თავს ღირსეულად ამ თანამდებობისთვის, კარგი იქნება თუ ნაკლებ თავმდაბლობას გამოვიჩენთ და პირიქით ხაზს გავუსვამთ, რომ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების. არ უნდა მოვიყვანოთ მაგალითად ჩვენი ფორმალური თუ ბიოგრაფიული მახასიათებლები.

4. ძლიერი მხარეებით თუ ინტერესდება ჩვენი დამქირავებელი, აუცილებლად უნდა მოვიყვანოთ ისეთი მაგალითები რომლებიც გამოიხატება სამუშაოს შესრულებისთვის. თუ საზოგადოებასთან კომუნიკაციაა ჩვენი სამუშაოს მთავარი საქმე, უნდა აღვნიშნოთ რომ ვართ კომუნიკაბელურები

5. სუსტი მხარებიის აღწერის დროს, უკვე აღარ გამოგვადგება მაქსიმალური თავდაჯერებულობა, სასურველია ვთქვათ რომ მეტისმეტად მომთხოვნი ვართ ჩვენი თავისგან.

6. ხშირად გაიგებთ კითხვას თუ რატომ წამოვედით წინა სამსახურიდან. კამათი და კომფლიქტი თუ წარმოადგენდა მთავარ მიზეზს, გულწრფელობაში ჩავგეთვლება ამ გარემოების აღიარება, მაგრამ უმჯობესი იქნება აღვნიშნოთ, რომ საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზების საშუალება არ გვქონდა.

7. კითხვაზე მიგიღიათ თუ არა შემოთავაზებები სხვა სამსახურებიდან, ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ, მაგალითად ახლა ვიწყებ ძებნას და ჯერჯერობით არც ისე ბევრი შემოთავაზება მაქვს, ან ვუპასუხოთ რომ თქვენთვის საინტერესოს ძიებაში ხართ ჯერ კიდევ.

ბოლოს როცა გვთოხოვენ ჩვენც დავუსვათ კითხვები, არ უნდა დავიბნეთ და კარგად გამოვიძიოთ ყველა დეტალი. ამით დამქირავებელი დაინახავს რომ ჩვენ კარგად გვინდა გავიაზროთ მიღებული გადაწყეტილება


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 100 ლარი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა ახალი პროექტი ბიზნესი ბინა დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი