ინტერნეტ სესხი და რისკები

 რა არის ინტერნეტ სესხი ? ეს არის თანამედროვე საშუალება სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი საბუთებისა და რიგში დგომის გარეშე მოაგვაროთ ფინანსური პრობლემები.  

 საქართველოში ბევრი  ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციაა. მათ განსხვავებული შეთავაზებები აქვთ.  განსხვავდებიან სესხის გაცემის საკომისიოს, გასაცემი თანხის ოდენობით, სესხის დაფარვის დროით და ასევე სესხის უზრუნველყოფის პირობების მიხედვით.

ონლაინ სესხს ყოველდღიურად უფროდაუფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას. რატომ ?

  1.      ოპერაციის სისწრაფე
  2.      ოპერაციის სიმარტივე
  3.      კომფორტი 

 სწრაფი ონლაინ სესხები თანამედროვე მომხმარებლებზე მორგებული მომსახურებაა. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გააჩნია საკმარისი შემოსავალი, რათა ბანკის შეთავაზებით ისარგებლოს და ამიტომაც სესხის მიღების უფრო მარტივ გზებს ეძებს და ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციებს მიმართვს. ამ სერვისით სარგებლობისთვის მხოლოდ ინტერნეტთან წვდომაა საჭირო და დაახლოებით 10-15 წუთში საჭირო თანხა თქვენს ანგარიშზე ირიცხება. ამასთანავე, პირველი სესხი ხშირ შემთხვევაში უპროცენტოა, რაც მომხმარებლისთვის საკმაოდ მიმზიდველია.

ონლაინ სესხი გარკვეულ რისკსაც წარმოადგენს, როგორც კომპანიისთვის, ასევე მომხმარებლისთვის. რა ზარალი შეიძლება ნახოს კომპანიამ ? პიროვნებას, რომელიც  სესხს იღებს, ხშირ შემთხვევაში არ სთხოვენ სახელფასო ამონაწერს და არც თავდებ პირს ითხოვენ. შესაბამისად, გარანტია იმისა, რომ მსესხებელი ნამდვილად მოახერხებს ვალის დაბრუნებას, არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში, აქვს თუ არა კომპანის რაიმე ბერკეტი, ვალის დასაბრუნებლად? ამ დროს, ასეთი პიროვნება ე.წ. პრობლემური სესხების ბიუროს გადაეცემა და მათი საშუალებით ცდილობენ ვალის დაფარვას.

რა რისკს შეიძლება წარმოადგენდეს მსესხებელისთვის ინტერნეტ სესხი?  ხშირად, პიროვნება, რომელსაც სწრაფად სჭირდება სესხი, არ ეცნობა ყურადღებით და დეტალურად არ განიხილავს ხელშეკრულების პირობებს. შესაძლოა, ხელშეკრულებაში არსებულ საპროცენტო განაკვეთს არ მიაქციოს ყურადღება, ან თუნდაც პროცენტის გადახდის თარიღს. ასეთ შემთხვევაში კი მათ საურავი ერიცხებათ, რაც, რა თქმა უნდა შემდგომ გართულებებსა და პრობლემებს იწვევს.

ზემოთ ჩამოთვლილი რისკების მიუხედავად, ინტერნეტ სესხი ორივე მხარისთვის სასარგებლოა, თუმცარა თქმა უნდა  უმჯობესი იქნება თუ რისკების თავიდან აცილებას შეძლებენ.


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა ახალი პროექტი ბიზნესი ბინა დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი