სწრაფი სესხები საზოგადოებაში მზარდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ხშირად გაუგებრობები ახლავს თან, რამაც მომხმარებლი შეიძლება მძიმე ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანოს. ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფი სესხის აღებამდე კარგად გავიაზროთ, რა გვინდა და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მოქმედება.
პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სწრაფი სესხის დანიშნულება. სწრაფი სესხი მოკლევადიანი სესხია, რომელსაც თანხის მცირე რაოდენობა და მაღალი საპროცენტო განაკვთი ახასიათებს. მისი აღება რთული ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია, საჭიროა მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა,მონაცემების შესაყვანად და პლასტიკური ბარათი, სადაც ნასესხები სწრაფი სესხი დაირიცხება. მოკლევადიანი სესხი ნიშნავს, რომ აღებული თანხის დაბრუნება მალევე მოგვიწევს – რაც უფრო დიდია ამგვარი სესხის პერიოდი, მიკროსაფინანსოები მით უფრო მეტ საკომისიოს ითხოვენ.
სწრაფი სესხის აღებისას ჯობია ისეთ მიკროსაფინანსოზე გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც მომსახურებას ყველაზე დაბალ პროცენტში გვთავაზობს.
ზოგიერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, მაგალითად კრედიტონში, პირველი სესხი უპროცენტოა. სესხის ლიმიტები და ვადები ვარირებს და ამომწურავი ინფორმაციის მიღება თავად კომპანიის საიტებზეა შესაძლებელი. ბევრ მიკროსაფინანსოს თავისი კალკულატორი აქვს, რომელიც სასურველი თანხის და ხანგრძლივობის მითითების შემდეგ პროცენტს და მთლიან გადასახდელ თანხას დაგიანგარიშებთ. ასევე, არსებობს საინფორმაციო საიტები, სადაც ერთად არის თავმოყრილი ინფორმაცია, რაც კიდევ უფრო ამარტივებს სწრაფის სესხის აღების პროცეს.
გარდა ამისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ წლიურ საპროცენტო განაკვეთს (APR), რაც სესხის წლიურ ღირებულებას განსაზღვრავს პროცენტებში. წლიური საპროცენტო განაკვეთი სესხის ყველა შენატანის ფაქტორს ითვალისწინებს. სესხის გამცემი ვალდებულია მოგაწოდოთ ინფორმაცია APR -ს შესახებ. ეს ინფორმაცია ამარტივებს მსგავსი პირობების სესხების ერთმანეთთან შედარებას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, პროცენტის დარიცხვის მექანიზმია. როგორც წესი, პროცენტი მთლიანად ემატება ნასესხებ თანხას, თუმცა არსებობს ისეთი მომსახურებაც, როცა პროცენტი დღიურად დაგერიცხებათ.
თუ სესხის დაფარვას დროულად ვერ ახერხებთ, ბევრი მიკროსაფინანსო გადავადების სერვისს შემოგთავაზებთ, რაც დამატებითი თანხის სანაცვლოდ სესხის გახანგრძლივებას გულისხმობს.
რადგან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა დიდია, ჯობია სესხი სანდო და დიდი გამოცდილების მქონე კომპანიებისგან ავიღოთ.
როგორც წესი, სწრაფი სესხის ასაღებად აუცილებელია საქართველოს მოქალაქე იყოთ. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ამას ყველა მიკროსაფინანსო თვითონგანსაზღვრავს. უმეტესწილად, მსესხებლის ასაკი 20- დან 60-70 წლამდეშუალედში ექცევა.
ბუნებრივია, რომ გააზრებულ არჩევანს ნაკლებ მოულოდნელ პრობლემამდე მივყავართ, ამიტომ სანამ სწრაფი სესხის აღებას გადავწყვეტთ, მნიშვნელოვანია ცოტა დრო ინფორმაციის შეგროვებას დავუთმოთ.