ბანკში სჯობს სესხის აღება თუ ონლაინ ?

თანამედროვე ცხოვრებაში  საკმაოდ რთულია ფინანსების სწორად დაგეგმვა და განაწილება ხელფასიდან ხელფასამდე , სწორედ ამიტომ  სესხის აღების საჭიროების წინაშე ხშირად ვდგებით. ერთი რამ რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერი სესხის აღებამდე არის მიზნობრიობა რისთვის ვიღებთ სესხს და ჩვენი გადახდისუნარიანობა. როდესაც გვჭირდება თანხა გარკვეული დროით , ვდგებით არჩევნის წინაშე : მივმართოთ ბანკს ? თუ ვისარგებლოთ ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული სერვისით , სწრაფი ონლაინ სესხით ?  მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ  საბანკო და ონლაინ სესხებს ძალიან ბევრი დეტალი განასხვავებს. მათ შორის  პირობები , ვადები , საპროცენტო განაკვეთი და რაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარია თანხის მიღების პროცედურები.  გადაწყვეტილებაც სწორედ ამ კომპონენტების შედარების შედეგად უნდა მივიღოთ.

ა) საბანკო სისტემაში გაცილებით რთულად ხდება სესხის მიღება და ბევრ ფაქტორზე არის  დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში საჭიროა ცნობების წარდგენა (სახელფასო , თავდებობის , გარანტორის, უზრუნველყოფის და ა.შ), თანხის ოდენობა და სესხის ვადაც შესაბამისად მეტია.  

ბ) თუ სესხი მცირე დროით გვჭირდება და თან სტაბილური ყოველთვიური  შემოსავალი გვაქვს სწრაფი ონლაინ სესხი მარტივი და კომფორტული გადაწყვეტილებაა , რომელიც მოულოდნელად წარმოქნმილი ფინანსური პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება. ონლაინ სესხის უპირატესობებიდან რამდენიმე შეიძლება გამოვყოთ:

1) თუ პირველად სარგებლობთ ამ სერვისით და ათას ლარამდე თანხა გჭირდებათ ერთ-ერთი ბენეფიტი არის ის, რომ სესხის აღება შეგიძლიათ უპროცენტოდ.

2) ონლაინ სესხის აღება ნებისმიერ დროს საკუთარი სახლიდან (ოფისიდან) გაუსვლელადდ არის შესაძლებელი, გჭირდებათ მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა.

3) ონლაინ სესხები სწრაფია – ზოგიერთი კომპანია 15 წუთშიც კი გასცემს სესხს განაცხადის დამტკიცებიდან.

4) უმეტეს შემთხვევებში არარის საჭირო თავდების და დოკუმენტაციის წარდგენა და ეს ერთიორად ამარტივებს მცირე დროში სესხის აღების პროცესს.

5) საკრედიტო ისტორიის პრობლემების შემთხვევაშიც ონლაინ სესხის აღება ბევრად უფრო მარტივია.

აქედან გამომდინარე მთავარია სწორად განვსაზღვროთ ჩვენი მოთხოვნები და შესაძლებლობები, შევადაროთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ რომელი სესხით გვსურს სარგებლობა.  

იმ შემთხვევაში თუ  ონლაინ სესხის აღებას გადაწყვეტთ შედარების პორტალი MySesxi.ge დაგეხმარებათ მარტივად, ერთ სივრცეში, მხოლოდ ერთ ვებსაიტზე შესვლით მოახდინოთ ბაზარზე არსებული მოწინავე საკრედიტო კომპანიების პირობების შედარება და ისარგებლოთ შერჩეული სესხით უსაფრთხოდ და დაცულად.


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi აკრძალვა ბანკი ბიზნესი ბინა გადასახადები დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა კანონი კრედიტი ლარი მილიარდელები მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ რჩევები საბნკო კრედიტი სესხები სესხი სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფინანსები ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილებები 2017 წელს ხელფასი