The Banker-ის ახალი რეიტინგი – რომელია მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები

პუბლიკაციების კომპანია The Banker-ი, ყოველწლიურად აქვეყნებს უმსხვილესი ბანკების მონაცემებს, მაგალითად კონკრეტულ წელს, რომელი ბანკი დაწინაურდა ფინანსურად, საერთო ბიუჯეტის მაჩვენებლითა და ა.შ. 2018 წელს მათ მიერ გაკეთებული განცხადების შეჯერება რომ მოვახდინოთ, სიტუაცია შემდეგნაირად მდგომარეობს: ევროპულმა ბანკებმა განიცადეს წინსვლა და ერთი საფეხურით აიწიეს, თუმცა ჯერ კიდევ ვერ უტოლდებიან ჩინურ კომპანიებს. უარყოფითი მაჩვენებელი აღმოაჩნდა ინდურ ბანკებს.

დასავლეთ ევროპულმა ბანკებმა, მათი წილის გაზრდა 13%-იდან 20%-მდე მოახერხეს, რაც პირდაპირ კავშირშია დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის დაწინაურებასთან. უნდა აღინიშნოს იტალიის კრიზისიდან გამოსვლაც, რაც ასევე აისახა ევროპის ფინანსურ მაჩვენებელთან. წელს სახეზეა საბერძნეთისა და პორტუგალიის გააქტიურებაც, არსებული კრიზისის შემდეგ. გასულ წლებში The Banker-ს ევროპული ბანკები ე.წ ლუზერ ბანკებათ ჰყავდა მოხსენიებული, მაგრამ უკანასკნელი პერიოდის მაჩვენებლით, ეს ადგილი ინდოეთმა დაიკავა. ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით მსხვილმა ინდურმა ბანკებმა დაახლოებით 9 მილიარდით იზარალეს, რაც საკმაოდ დიდი ციფრია ამ სფეროში.

ლიდერი ბანკების სიის ათეულში, ოთხი ჩინური ბანკია, რაც ერთპიროვნულად ხაზს უსვამს, ქვეყნის ფინანსურ სიძლკიერეს. პირველ ადგილას ICBC ბანკია, რომელიც უცვლელად ინარჩუნებს ამ პოზიციას ბოლო 6 წელია. აღნიშნული ბანკები მსოფლიო ბანკების შემოსავლის თითქმის მესამედს წარმოადგენენ. ICBC კაპიტალი 43 მილიარდი დოლარით გაიზარდა, მთლიანად ქვეყნის მაჩვენებელი კი დაახლოებით 20 % -ითაა გაზრდილი.


Facebook Comments

ტეგები

10 ქართული პროდუქტი 100 ლარი 2017 dolari internetsesxebi iPhone 7 lari mysesxi.ge sesxebi sesxi swrafisesxebi tesla აკრძალვა ახალი პროექტი ბიზნესი ბინა დოლარი ეკონომიკა ეროვნული ბანკი ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა ვალუტა კანონი კომუნიკაცია დაამყარა კრედიტი ლარი მიწა ონლაინ სესხები ონლაინ სესხების აკრძალვა ონლაინ სესხი ოქტომბერი რომელიც საზღვრებს გარეთ ყველაზე პოპულარულია რომელიც სასწაულს მოიტანს! – ჩინელები ასეთ თვეს – მუჭა ფულს უწოდებენ საბნკო კრედიტი სესხები სწრაფი კრედიტი სწრაფი სესხი უნდა ვიცოდეთ ფული ქათული ვისკი ღარიბ ქვეყანაში ბანკების მოგება დიდი სისწრაფით იზრდება ყიდვა ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა ცვლილება ცვლილებები 2017 წელს ხელფასი