ხშირად დასმული კითხვები

რომელიმე ბანკი ან მიკროსაფინანსო ხართ?

არ წარმოვადგენთ ჩვენ არცერთ ბანკს და არც მიკროსაფინანსოებს. ჩვენი ვებ გვერდი ღებულობს ინფორმაციას სესხისგამცემ კომპანიებისგან, თითოეული პროდუქტის შესახებ და გაწვდით დალაგებული ფორმით ყველა ინფორმაციას ერთ ვებგვერდზე. ჩვენი დახმარებით თქვენ შეძლებთ სწორი არჩევანი გააკეთოთ sesxis არჩევისას.

რა მომენტში უნდა ავიღო სწრაფი გრძელვადიანი ონლაინ კრედიტი ?

სწრაფი ონლაინ კრედიტი არის, როგორც მოკლევადიანი ასევე გრძელვადიანიც, მისი აღება სასურველია იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენი კაპიტალი იმ მომენტისთვის ნულის ტოლია და თქვენ გჭირდებათ გარკვეული რაოდენობის თანხა გარკვეული საქმისთვის. კრედიტი უნდა აიღოთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზუსტად გეცოდინებათ, რომ უახლოეს მომავალში გექნებათ საკმარისი თანხა კრედიტის დასაფარად.

რა საბუთებია საჭირო წარსადგენად, რომ კრედიტი მივიღო ?

ჩვენ არ ვითხოვთ არანაირ საბუთს, რადგან ჩვენ ვართ, მხოლოდ საინფორმაციო ვებგვერდი. ჩვენ არ გავცემთ კრედიტს.

რამდენად მართალია ინფორმაცია, რომელიც თქვენს საიტზეა განთავსებული ?

ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან არის მოწოდებული (მიკროსაფინანსო, ბანკი). ჩვენი ვებ გვერდი ყოველდღიურად ნახლდება სესხის გამცემ კომპანიების ცვლილებების შესაბამისად. ასე, რომ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია 99% სიზუსტით არის წარმოდგენილი.

გადავამოწმო ბანკთან ინფორმაცია?

გრძელვადიანი ასევე მოკლევადიანი კრედიტის აღებისას გირჩევთ დაკვირვებით გადაამოწმოთ ინფორმაცია, რამდენჯერმე გადახედეთ ხელშეკრულებას და ამის შემდეგ მოაწერეთ ხელი.

რამდენად სანდოა ონლაინ სწრაფი სესხები?

ონლაინ სესხების ბიზნესი მთელ მსფლიოში ძალიან არის განვითარებული. საქართველოში რამოდენიმე წელია, რაც ბაზარზე კრედიტის გამცემი კომპანიები გამოჩნდნენ. ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებული კომპანიები სრულიად სანდოა და ასევე უსაფრთხოც, რადგან მათ აქვთ დიდი ხნის გამოცდილება, ასევე კლიენტებიც საკმაო რაოდენობის ჰყავთ.

ონლაინ კრედიტის გამცემ კომპანიებს, აქვთ თუ არა ფილიალები ?

ონლაინ მსესხებლების უმეტესობას არ აქვთ ფილიალები. ამიტომაც კრედიტის აღება ხდება ინტერნეტის საშვალებით. მაგრამ დღეს უკვე ხშირად შეხვდებით მცირე სტენდებს დიდ სავაჭრო ცენტრებში

შეუძლიათ ონლაინ კრედიტის გამცემ კომპანიებს ჩემი “გაშავება”?

დიახ რასაკვირველია, კრედიტის დაფარვას თუ ვერ შეძლებთ,ისინი შავ სიაში შეგიყვანენ, შესაბამისად ამის შემდეგ ნებისმიერ ბანკთან თუ მიკროსაფინანსოსთან შეგექმნებათ პრობლემები როდესაც სესხის აღებას მოინდომებთ.